ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტური სულელი – მიხეილ სააკაშვილი

ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა ნულოვანი ბარიერი მსოფლიოში არ არსებობს და ეს გაერთიანებების დაშლას, ასევე პატარ-პატარა პარტიების ყიდვას ნიშნავს.

„ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის, იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე, ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად დღეს დააანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს „რუსთავი 2“, ყველასთან გააიასნოს სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020 წელში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ეს კაცი გთვლით აბსოლუტურად იდიოტებად“, – განაცხადა საკაშვილმა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია და ვინც მის ინიციატივას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

„ახლა აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს არჩევნები რიგგარეშე, პროპორციული სისტემით მართლაც, მაგრამ რიგგარეშე, გამოცვალოს ცესკო-ს ნაყიდი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩამოიყვანოს საერთაშორისო დამკვირვებლები, ჩამოვიყვანოთ და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. აი ეს არის, რაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი