ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულ საკითხზე, დღეს გამართულ, სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა 20 განცხადება განიხილეს და დაზარალებული ოჯახების დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს. განცხადებების განხილვა ხვალაც გაგრძელდება.
კომისიის სხდომას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ხელმძღვანელობდა.