პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს

რუსთველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იქ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი სიმბოლურად წითელი ლენტით აუკრეს.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ დღეს ისევ შეიკრიბნენ. ისინი დადებითად აფასებენ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, თუმცა კვლავ მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი