ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა

მმართველი გუნდმა 91 ხმით, “მაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

საქმე ეხება 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს, რა დროს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტანკება მოხდა. ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკა მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსნებთა რომ, 20-21 ივნისის აქციების მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი