საყოველთაო კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ვებგვერდზე summerin.ge პუტინის გამოსახულება გამოჩნდა, რომელზეც ყველას აქვს შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტს გაულაწუნოს.
რუსეთის პრეზიდენტის დასჯის მსურველებში საქართველო ლიდერობს და 27 ივნისის 13:00 საათისთვის პუტინმა ქართველებისგან 3 მილიონზე მეტი გალაწუნება მიიღო. მეორე ადგილზეა იაპონია, მესამეზე შვეიცარია, მეოთხე ადგილზე პუტინის სამშობლო რუსეთია, შემდეგ მოდიან ესტონეთი, უკრაინა, თურქეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
ონლაინ პლატფორმის შემქმნელები მოუწოდებენ უცხოელებს საქართველოს სოლიდარობის ნიშნად პუტინს სილა გააწნან და ზაფხულიც აქ გაატარონ.
პუტინისთვის გალაწუნება ამ ბმულზეა შესაძლებელი summerin.ge