ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კვლავ კანალიზაციის გარეშე ცხოვრობს

საქრთველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მოსახლეობის 51.4% დღემდე არ არის მიერთებული წყალარინების (კანალიზაცია) ქსელზე.

“2018 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.4 -ით გაიზარდა და 1.81 მილიონი (48.6 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.6 პროცენტით და 1.34 მილიონს (36.0 %) მიაღწია”, – აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი