მესტიის სოფელ ლახამულაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ჩინელი ტურისტი ქალი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ის ხევში გადაიჩეხა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.