3 თვის წინ გადაყენებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოში კორუფციის მასშტაბებზე ალაპარაკდა

მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის, – – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

„აუცილებლად უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, რაც იმედია, შექმნის რეალურად მრავალპარტიულ პარლამენტს. ეს მრავალპარტიული პარლამენტი კი აირჩევს რეალურ მთავრობას, რეალური ხელმძღვანელობით. ეს მთავრობა იმედია იქნება პასუხისმგებელი, მრავალპარტიული პარლამენტის მიმართ და მართავს ხალხისთვის. მთავრობამ უნდა მართოს ხალხისთვის და არა ხალხისთვის და თან ცოტა თავისთვის. ეს არის კიდევ ჩვენი პრობლემა – დრო. ხელისუფლებას ჰქონია, რომ შეიძლება მართო ხალხისთვის და თან ცოტა შეიძლება რომ შენთვისაც მართო. ეს ორი ფაქტორი შეუთავსებელია“, – განაცხადა ქობულიამ.

როგორც მან აღნიშნა, „მთავრობამ უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და უნდა უზრუნველყოს ცენტრალური ხელისუფლების უზენაესობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

რაც შეეხება კორუფციას საქართველოში, ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოში კორუფცია ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორიც გერმანია, ჰოლანდია და აშშ-ია.

„მინდა ისევ გავიმეორო, რომ კორუფცია არის ყველგან. გააჩნია კორუფციის დონეს. საქართველოში კორუფცია არის ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ის არის გერმანიაში, ჰოლანდიაში ან შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა ქობულიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი