“Tv პირველი”: “არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა”

“Tv პირველი”-ის მტკიცებით, არხის ცენტრალურ სერვისზე დღეს დილით კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც არხის სრული პარალიზება გამოიწვია.

ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი