ფოთში იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დაკავეს

ფოთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 9 მჭიდი და 221 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი