უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა

უშგულში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დილიდან განაახლეს. მათ გზა გადაკეტეს.

უშგულელები ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ამ დრომდე მათ არავინ შეხვედრია.

უშგულელებმა პირველი აქცია 12 აგვისტოს გამართეს. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ პრობლემების, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ მესტიის მერთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან სურდათ მოლაპარაკებები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი