ზუგდიდი-თბილისის რეისზე მიკროვატობუსების მომსახურება 5 ლარით გაძვირდა

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრაოვმა მიკროავტობუსებმა მგზავრობა 5 ლარით გააძვირეს. შესაბამისად, მგზავრს, რომელიც აღნიშნული რეისით სარგებლობას მოისურვებს, 15-ის ნაცვლად 20 ლარის გადახდა მოუწევს.

ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგურის მძრღოლები ამბობენ, რომ ფასების ზრდა ლარის კურსის მდგომარეობამ და საწვავის ფასების ზრდამ განაირობა, თუმცა იმავე სადგურიდან სხვა ქალაქების მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღილებს ტარიფი არ გაუზრდიათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი