საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

ხვალ, დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი