ზუგდიდელმა გარემოვაჭრეებმა დღეს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.
მოგვიანებით გარევაჭრობის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქციის მოსაწყობად ფეხით მსვლეოლობა მოაწყეს, საბოლოოდ კი პროტესტის გამოსახატად და დეპუტატებისთვის ხმის მისაწვდნეად ქუთაისში მიკრობავტობუსით გაემგზავრნენ.
მათი განცხადებით, მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართები ბაზარში არ სურთ, გარევაჭრობით კი ოჯახებს არჩენდნენ და სესხებს იხდიდნენ, რისი საშუალებაც ალტერნატიულ ფართებზე მუშაობისას არ ექნებათ.