ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.

მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი