ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე აქვს.

მისივე თქმით, თუ კონსორციუმი ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით იმსჯელებს, გაწყდება ხელშეკრულება კონსორციუმთან თუ გაუხანგრძლივდება ვალდებულებების შესრულების ვადა.

„თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი”, – განაცხადა ჯავახაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი