როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა – მიხეილ სააკაშვილი

“როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ განაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. 

“ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი