“ვარდების რევოლუციიდან” 16 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

ვარდების რევოლუციიდან 16 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. რამდენიმეკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

მოქალაქეტა პროტესტი გამოიწვია დარღვევებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა.

ხელისუფლების შეცვლის ეს ეპიზოდი “ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა ისტორიაში.






კომენტარები

დატოვე კომენტარი