პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს

პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ რესპუბლიკის მოედნიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ოპოზიციის ლიდერები სამოქმედო გეგმის დეტალებზე პარლამენტის წინ ისაუბრებენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და არჩევენების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი