ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სახლის ეზოში შევარდა, რის შემდეგაც მალევე აფეთქდა.

ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი