ზუგდიდში მსვლელობა – “აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში მსვლელობა “აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა” იმართება.

აქციის მონაწილეებს ბანერები აქვთ წარწერებით: „ზუგდიდი უერთდება დემიშიზაციას“, „აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში“, „კასრების დრო ვერ დაბრუნდება“. აქციის მონაწილეები სხვადასხვა შეძახილებით – „არა ახალაიებს“ , „არა ნაცებს“.

აქტივისები შეძახილებით ყოფილი მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები შენობას ცოცხებს და კვერცხებს ესვრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი