პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს ირაკლი ფაცაციას შეხვდნენ.
ხატია დეკანოიძეს და სალომე სამადაშვილს პოლიციის უფროსთან ჰქონდათ კითხვები, თუ რატომ არ მოახდინა პოლიციამ დროული რეაგირება ენმ-ის ზუგდიდის ოფისის დარბევის ფაქტზე.
ირაკლი ფაცაციამ განაცხადა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის 2 ეკიპაჟი და როგორც კი დამატებითი ჯგუფების დამატება გახდა საჭირო, მათგან რეაგირება დროული იყო.