აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯთან საზღვარზე ცეცხლი გახსნეს – დაჭრილია საქართველოს მოქალაქე, მწყემსი, რომელსაც მესაზღვრეებმა 3 ტყვია ესროლეს.
“მთავარის” ინფორმაციით, დაჭრილი თავად მესაზღვრეებმა განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ მკურნალობას გადის. არსებობს ვერსია, რომ მესაზღვრეებმა ძაღლს ესროლეს და მწყემსი შემთხვევით დაიჭრა.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.