პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პარლამენტის სხდომაზე ამ დრომდე შესვენებაა გამოცხადებული. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. ფაქტზე მმრათველმა გუნდმა “ევროპული საქართველოს” წევრები დაადანაშაულეს, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ოპოზიცია.