გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ზუგდიდში – 10:30-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: ჭითაწყარს,კოლხიდას,ნარაზენსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე კ.გამსახურდიას,თათარაშვილის,გრიშაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში,მონაცვლეობით, სოფლებს: ლიას,ტყაიას,ჯგალსა და მიმდებარე სოფლებს.
სენაკში – 13:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: შხეფს,ძველ სენაკს,კოტიანეთს,სორტასა და მიმდებარე სოფლებს.
აბაშაში – 13:00-დან 15:00 საათამდე ქუჩებს: თავისუფლების,გრანგიშვილის,ჩხაიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.