დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, გიორგი მამალაძეს საუბარიც უჭირს.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია. შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, – გვარამია.

ცნობისთვის, პრეზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი