ბოლო ერთ კვირაში გრიპის ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (წინა კვირის მონაცემბი 219 იყო), თუმცა ჰოსპიტალიზაცია 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინა, ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა ვაქცინები ნებაყოფლობით 30 ათასი ადამიანია აცრილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ტამიფლუს მარაგი საკმარისია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი