ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
22 წლის სალომე გაგუა 19 იანვარს გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მეორე დილას კი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგაზრდა ქალი თბილისში გადაჰყავდათ, ის გზაში გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო და ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ოჯახის წევრებიც.
ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 22 წლის ქალი გრიპის – B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით დაიღუპა სიმართლეს არ შეესაბამება.