ჩინეთიდან ჩამოსული ქართველი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ჩინეთიდან ჩამოსული 24 წლის ახალგაზრდა იმყოფება. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.

მედიკოსების თქმით, პაციენტი ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება. მეთივე ცნობით, ახალგაზრდა თავად მივიდა კლინიკაში, რადგან მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ჩინეთში მუშაობს და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

ინფექციური საავადმყოფოში გუდაურიდან და ყაზბეგიდან ჩინეთის რამდენიმე მოქალაქე გადაიყვანეს. მათ ამ დროისთის დაუდგენელი ვირუსი აღენიშნებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი