პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა.

„ლეიბორისტული პარტიის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება „პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ გამოიწვია”.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცავები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი