ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილისა და თანდართული მასალების საფუძველზე სამეგრელო – ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება 2020 წლის 14 თებერვალს დაიწყო.
კერძოდ, ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ზუგდიდის მერიის დარღვევებთან დაკავშირებით აუდიტის კრიტიკულ დასკვნაზე გამოძიების დაწყებას ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანა წითლიძე ითხოვდა და შესაბამისი განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას დღეს მიმართა.