საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 418 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 პაციენტი რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი