ხვალიდან სამარშტრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“ეს არის საკმაოდ რთული, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. ქალაქში დარჩება მხოლოდ მერიის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო. ყოველდღიურად მოხდება მათი დეზინფექცირება. აქ რისკების მართვა უფრო შეგვიძლია”, – განაცხადა პრემიერმა.