ზუგდიდში საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი მოათვსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი მოათვსეს. როგორც ცნობილია, ის წუხელ საღამოს ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდან გადმოიყვანეს.

67 წლის მამაკაცის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხები ცნობილი დღეს საღამოს გახდება. მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“მამაკაცი თვითოზოლაციაში იმყოფებოდა და ზედმიწევნით კარგად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. 20 მარტს ჩამოვიდა და გუშინ აღმოაჩნდა სიმპტომები”, – აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

ასევე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილია ერთი პირი, თუმცა, მას კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება. პაციენტს სავარაუდოდ, საავამდყოფოდან თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი