ზუგდიდის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას დღეიდან შეძლებენ.
ამ ეტაპზე ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის ორი კვირაზე გათვლილ პროდუქტს გასცემენ, იქნება დამატებით მეორე ეტაპის განხორციელებაც.
ბაღებში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მშობლებისთვის პროდუქტების წასაღებად შექმნილია ვიზიტების გრაფიკები, ადგილზე რიგებს კი მოხალისეები აწესრიგებენ.
ბაღის აღსაზრდელებისთვის გაცდენილი დღეების ულუფის გადაცემა ზუგდიდის მსგავსად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.