ჩინეთის ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – წერს ელჩი არჩილ კალანდია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი