ფეხმძიმეს ბოლნისში კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 22 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი თქმით, ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. მას ტემპერატურა 37.2 აღენიშნება.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი