ფოთში თვითიზოლაციაში 23 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი – 8

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ზინაიდა გაგუს განცხადებით, ფოთში თვითიზოლაციაში 23 პირი იმყოფება, საკარანტინო სივრცეში კი 8 მოქალაქე რჩება.

,,შემთხვევები იქნება თავისთავად ცხადია. მთელ საქართველოში, მთელ მსოფლიოშია შემთხვევები და აქაც ველოდებით, მაგრამ მთავარია, ჩვენ აღვკვეთოთ გადაცემა, რომ შემთხვევათა რაოდენობა არ იყოს ბევრი, ამისათვის კეთდება ყველაფერი. ასე რომ მოსახლეობამ უნდა დაიცვას ის პირობები, რაც ევალებათ, ისე როგორც კარანტინში მყოფ ადამიანებს. დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში არის 23 ადამიანი, აქედან სამი უნდა მოიხსნას დღის ბოლოს, ვნახოთ შეფასდება თერმოსკრინინგით და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. აჭარის საკარანტინო სივრცეში 8 ადამიანი რჩება, იმათზეც მეთვალყურეობა თავისთავად დაწესებულია. ჩვენთან ფოთის ჰოსპიტალი უკვე ცხელების ცენტრია, სადაც პაციენტები შემოდიან ცხელებით“, – განაცხადა ზინაიდა გაგუამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი