ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი მკურნალობს.
67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. რაც შეეხება მეორე ინფიცირებულ პაციენტს, ის 50 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც ზუგდიდში 30 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. ქალი სავარაუდოდ, მოსკოვიდან ჩამოვიდა.
საავადმყოფოს მედ პერსონალის თქმით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 84 ადამიანი რჩება