ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა შეიყვანეს, რომელსაც ცხელება ჰქონდა.
ამ მომენტისთვის მედიკოსს ცხელება აღარ აღენიშნება, თუმცა, მისი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია და პასუხს ელოდებიან.
ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტია მოთავსებული.