ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სააღდგომო წირვა მხოლოდ ერთ ტაძარში ჩატარდება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ – ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში ჩატარდება. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს დიდი ხუთშაბათის წირვის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, სამღვდელოებასთან ერთად იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“გვესმის, რომ რთულია, საღამოს 9-დან დილის ექვსამდე ყოფნა, ჩვენც გვესმის, ვისაც ექნება სურვილი, მოვა და იქნება ტაძრის ტერიტორიაზე. ვიცავთ რეკომენდაციებს, რომელიც არის მოცემული, ანტისეპტიკური ხსნარი გვაქვს შემოსასვლელში, გვაქვს ხელთათმანები, პირბადეები და ასე შემდეგ. ვიცავთ დისტანციას”, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი