ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
ასევე, სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით დაეკისრება იურიდიულ პირს.
ამასთან, ჩიქაოვანის ტქმით, იზღუდება სასაფლაოებზე შეკრება.