მარტვილში კორონავირუსზე ანალიზი ექიმს აუღეს. მარტვილის ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცხელების ცენტრს ექიმმა ანესთეზიოლოგმა დღეს მიმართა. მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
როგორც როზა ჯანაშია ამბობს, პაციენტს Covid 19-ისთვის დამახასიათებლი სხვა სიმპტომი არ აქვს და არც საეჭვო კონტაქტზე მიანიშნებს.
პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.