საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე ვრცელდება. 

ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

გარდაცვლილი 70 წლის ქალბატონია და ის ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მას კორონავირუსის გარდა აღენიშნებოდა სხვა თანხმლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, გულსისსძარღვთა უკმარისობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი