საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 408 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციისთვის, 408 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი