საგანგებო მდგომაროება 22 მაისამდე გრძელდება,ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების. 2-3 კვირის შემდეგ, ანუ პიკის გადალახვის შემდეგ აქტიურად დავიწყებთ შეზღუდვების მოხნას. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვები 27 აპრილიდან მოიხსნება.