ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექიმების გამოკვლევა დღეიდან იწყება. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ სხვადასხვა რისკჯგუფში შემავალი პირების კვლევა მოხდება.
“ჯერჯერობით, კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა”, – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.
რაც შეეხება უკვე ჩატარებულ გამოკვლევებს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID-19-ზე კვლევა გუშინ ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში მოთავსებული, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი 13 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა და ცამეტივე პასუხი Covid უარყოფითია.