ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში 142 მოქალაქე იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება.

რეგიონში თვითიზოლაციშია 174 ადამიანი. თვითიზოლაციის ვადა ჯამში 888 მოქალაქეს ამოეწურა.

გუშინ რეგიონიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 64 სინჯი გაიგზავნა. 32 პასუხი უარყოფითია, დანარჩენს კი, დღეს გამოიკვლევენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი