საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 7-ით გაიზარდა და 589 შეადგინა, ხოლო 215 გამოჯანმრთელდა. შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528 პირი.
ინფორმაციისთვის, 589 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.