საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 500. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი